ბორუტოს ტირილი ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში ცუდი ანიმაციის გამო

2024-12-19 - 7:34 PM
159

ანიმე მოყვარულების უმეტესობას ჯერ კიდევ ახსოვს ის ცუდი ანიმაცია Naruto VS Pain-ის დროს. როგორც ჩანს, ბორუტოს ახლა ასევე აქვს გარკვეული პრობლემები ანიმაციასთან დაკავშირებით.

Boruto-ს ბოლო ეპიზოდში ფანებმა დაინახეს ბორუტო და მე-7 გუნდი, რომლებიც გლოვობდნენ თავიანთი მეგობრის, კაგურას დაკარგვას. თუმცა, როგორც ჩანს, Twitter-ზე ბევრი ფანი დასცინის მთელ სერიას ბორუტოს ტირილის ანიმაციის გამო, რომელიც სათანადოდ არ იყო შესრულებული.





ბორუტოს ბრძოლა ფუნამუშის წინააღმდეგ არც ისე შთამბეჭდავი იყო. ჩვენ საბოლოოდ ვნახეთ ბორუტოს კარმა, მაგრამ უღიმღამო ქორეოგრაფია და საშუალო დონის ანიმაცია ძნელად საქებარი იყო. გასაგებია, რომ მჭიდრო ყოველკვირეული განრიგის გამო, ანიმაციური შეცდომები აუცილებლად იქნება, მაგრამ ეს ბრძოლის სცენა ბევრად უკეთესი შეიძლებოდა რო ყოფილიყო.





Boruto მანგას სერია დაწერილია უკიო კოდაჩის და მასაში კიშიმოტოს მიერ და დახატულია მიკიო იკემოტოს მიერ. სერიალიზაცია დაიწყო 2016 წელს. მანგას სატელევიზიო ადაპტაცია დაიწყო 2017 წელს, დამზადებულია Pierrot Studio-ს მიერ.


 

მსგავსი სიახლეები