ცოტა ხნის წინ საინტერესო ამბავი გავრცელდა, რომ შავი სამყურას მანგა 3 თვიან შესვენებაზე გადის და ის დაბრუნდება სერიის ფინალური თავით. თუმცა, დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტორს სურს, რომ Black Clover-ი იყოს One Piece-ზე დიდი ანიმე. მაშ, ეს ყალბი ამბავი იყო?
სინამდვილეში, დიდი ხნის წინ, Black Clover-ის ავტორმა, იუკი ტაბატამ თქვა, რომ მას სურს, რომ მისი სერია იყოს ისეთივე დიდი, როგორც One Piece და Naruto. 2018 წელს იუკი ტაბატამ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ფრანგულ ვებსაიტს სახელად Francetvinfo, სადაც ინტერვიუერმა მას ჰკითხა. გაგრძელდება თუ არა Black Clover-ი წლების განმავლობაში, როგორც One Piece-ი ან Naruto, Tabata-მ უპასუხა. „ დიახ, და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს. ფსიქოლოგიურად ვემზადები იმისთვის, რომ დიდი ხნით არ ვიყო შვებულებაში! "
მაგრამ, ახლა ისმის კითხვა, რატომ გადაწყვიტა იუკი ტაბატამ მანგას ასე ადრე დასრულება? რა ან ვინ უშლის მას წერას, მანგას ავტორს ბევრი რამ სჭირდება ამდენი ხნის განმავლობაში წერის გასაგრძელებლად. მანგაკამ ინტერვიუში თქვა, რომ Black Clover-ის წერის დასაწყისში მას დღეში მხოლოდ 3 საათი ეძინა. იუკი ტაბატას 3 წელია არ დაუსვენია.
იუკი ტაბატამ ასევე განაცხადა, რომ მას პენსიაზე გასვლა სურს. „ მე მყავს მკითხველები მთელ მსოფლიოში და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მაგრამ ახლა მინდა რო პენსიაზე გავიდე! თუმცა, მე მხოლოდ 33 წლის ვარ, ასე რომ ეს ჯერ ადრეა. ჩემი ოცნებაა ჩემს მეუღლესთან ერთად მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურო, მაშინ როცა Black Clover-ს დავამთავრებ . თქვა იუკი ტაბატამ.