Re: Zero ავტორი ადასტურებს, რომ სერიალს ბედნიერი დასასრული ექნება

2024-12-19 - 8:54 PM
149

მსუბუქი ნოველების 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Re: Zero- Starting life in another world ანიმეს ავტორმა, ტაპეი ნაგაცუკი ჩარტო ლაივი “Twitter Spaces”-ში სადაც მან უპასუხა თაყვანისმცემლების უამრავ კითხვას. ანიმეს შესახებ ბევრი ახალი ინფორმაცია გავრცელდა ეთერში, მაგრამ ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად ტენდენციური იყო, ექნებოდა თუ არა ანიმეს ბედნიერი დასასრული?

იმის გამო, რომ გადაცემა იაპონურ ენაზე იყო, მსოფლიო გულშემატკივრებისთვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ბევრი ინფორმაცია. თუმცა, Twitter-ის მომხმარებელმა Stride Vollachia-მ (@LoremIpsumVerb) ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაამხილა. მან დაწერა: „ როდესაც ჰკითხეს, იქნებოდნენ თუ არა სუბარუ და ემილია ერთად, ავტორმა ამაზე უპასუხა, რომ დარწმუნებული ყოფილიყო, რომ Re: Zero-ს ბედნიერი დასასრული ექნებოდა."

 

მსგავსი სიახლეები